“მკვლელობა არ არის, დანარჩენს ვიკვლევთ,” – ურაველში, 60 წლამდე პირი გარდაცვლილი იპოვეს

November 17, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში, 60 წლამდე პირი გარდაცვლილი იპოვეს, – როგორც სამცხე–ჯავახეთის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტი დავით მერაბიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოკვლევა იმის დასადგენად , თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

“მკვლელობა არ არის, დანარჩენს ვიკვლევთ,” – გვეუბნება მერაბიშვილი.

შემთხვევა დღეს მოხდა, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, გარდაცვლილს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

დამატებითი დეტალებისთვის ჩვენ ურაველის თემში მერის წარმომადგენელთან, ილია კაპანაძესთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

დაიწყო თუ არა და რა მუხლით გამოძიება? – შსს-დან პასუხის მიებას ველოდებით.

თავდაპირველი ინფორმაცია “მეცხრე არხმა” გაავრცელა.