მუქარა პრემიერის შეურაცხყოფისთვის და ყალბი პოსტი “წალკის საკრებულოს” სახელით

August 9, 2023

“აემ პისტალეტით გაგიდირკავთ დებილ კეფას ვინც ირაკლი ღარიბაშვილის ღირსებას შეურაწყობ!!!,” – აღნიშნული შინაარსის პოსტი გვერდმა “წალკის საკრებულო” გუშინ გამოაქვეყნა. ფოტოზე მამაკაცია გამოსახული, რომელსაც ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს.

მიუხედავად იმისა, რომ გვერდს ცოტა გამომწერები ჰყავს, ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა.

ჩვენმა რედაქციამ გაარკვია, რომ როგორც გვერდს, ისე ფოტოზე ასახულ მამაკაცს, წალკის საკრებულოსთან კავშირი არ აქვს და Facebook პოსტი ყალბ ინფორმაციას შეიცავს.

ჩვენ დავუკავშირდით პირს, რომლის ფოტოც პოსტშია გამოყენებული. ის გვეუბნება, რომ მისი ფოტო სოციალური ქსელიდან ყალბი პოსტისთვის მისთვის შეტყობინების გარეშე აიღეს და წალკის საკრებულოსთან არავითარი კავშირი არ აქვს.

წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ აღნიშნული არის “ცრუ გვერდია, საკრებულოს Facebook გვერდი არ აქვს და ინფორმაციის გავრცელებისთვის მუნიციპალიტეტის ვებგვერდს იყენებენ.”

რა ხდება დღეს: “წალკის საკრებულო” ამ სახელით გვერდი ამ დრომდე იძებნება, ხოლო პოსტი ჩასწორებულია და ზემოთაღნიშნული კაცის ფოტოს ნაცვლად ქალის ეს ფოტოა გამოყენებული:

რაც შეეხება გვერდის გამჭვირვალობას, Facebook-ში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გვერდი 20 ივნისს შეიქმნა, მისი ადმინისტრატორი მითითებული არ არის.