მშობლების შეფასებით სკოლებში საპირფარეშოები ყველაზე დაბინძურებული წერტილია – კვლევა

December 14, 2023

საქართველოში გამოკითხულ მშობლებთა უმეტესი ნაწილი თვლის რომ სკოლებში ყველაზე დაბინძურებული წერტილი საპირფარეშოებია, – ამის შესახებ კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” აქვეყნებს. 

კვლევის მიხედვით, გამოკითხული მშობლების 85% ამბობს, რომ სკოლის საპირფარეშოში უსიამოვნო სუნი დგას;
50 %-ის შეფასებით საპირფარეშო “უმეტესწილად დაბინძურებულია”;
40 %-ის აზრით კარი არ იკეტება;
44 %-ს შეფასებით კი საპირფარეშოებში საპონი და ქაღალდი არ არის.


ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ პრობლემური საკითხია საკლასო ოთახების სველი წესით დალაგებაც, რადგან გამოკითხულთა მხოლოდ 17% ამბობს, რომ საკლასო ოთახის სველი წესით დასუფთავება ყოველდღიურად ხდება.

კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ დაბალი ხელფასის გამო სკოლას უჭირს მოიზიდოს და შეინარჩუნოს თანამშრომლები დამლაგებლის პოზიციაზე.

გამოკითხვა ჩატარდა პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით. ჯამში მოხდა თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონში მცხოვრები 1 030 მშობლის ონლაინ მეთოდით გამოკითხვა.