ნინოწმინდაში, ეშტიაში და გორელოვკაში ტრენაჟორების მოწყობა იგეგმება – #ტენდერი

November 10, 2023

ნინოწმინდაში და მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ეშტიაში და გორელოვკაში გარე მოხმარების სპორტული ტრენაჟორების მოწყობა იგეგმება, რომლისთვისაც მერია ჯამში 105 000 ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, თითოეულ ლოკაციაზე ტრენაჟორების მოწყობისთვის 35 000 ლარია გათვალისწინებული, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ტრენაჟორებისთვის ადგილის მოწყობა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა.

წინადადებების მიღება, 12-14 ნოემბერს იწარმოებს, სამუშაოების შესრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეა.