ნინოწმინდის რომელ სოფლებში იგეგმება წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია – ტენდერი

August 25, 2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: საღამოში, სათხაში, დიდ არაქალში, ოროჯალარში, ყაურმაში და ჯიგრაშენში წყალსადენი სისტემის მშენებლობა იგეგმება, რომლისთვისაც ნინოწმინდის მერია 2 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – აღნიშნულისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოების ნაწილი მიმდინარე წლის, ნაწილი – კი 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, დოკუმენტის მიხედვით, თანხის 80 % ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება, დანარჩენ 20%-ს სახელმწიფო დააფინანსებს.

წინადადებების მიღება 10-15 სექტემბერს იწარმოებს, სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 კვირაში უნდა შეასრულოს.

ფოტო: ნინოწმინდა
ავტორი: ბადრი ვადაჩკორია