«ოცნების» მერობის კანდიდატი მედია და სამოქალაქო სექტორს შეხვდა, კამერების გარეშე

September 28, 2021

გაუმართავი მუნიციპალური და შიდა საქალაქო ტრანსპორტი, ნაკლები გასართობი სივრცეები ახალციხელებისთვის – ამ და სხვა ტიპის პრობლემებზე, რომელბიც ადგილობრივებს აწუხებთ დღეს ქართული ოცნების მერობის კანდიდატთან შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებმა განიხილეს. 

შეხვედრას ესწრებოდა მედიაც, თუმცა გადაღების უფლების გარეშე. 

შეხვედრა, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის  ახალციხის ოფისის ფილიალში ჩატარდა დახურული იყო და მისი მიმდინარეობის ვიდეო გადაღების საშუალება არ მოგვეცა. როგორც ორგანიზატორი განმარტავს, მსგავსი ფორმატი მერობის კანდიდატის მიერ იყო არჩეული. 

ირაკლი ლაზარაშვილი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში კომუნიკაცია უფრო ღიაა. 

აქვე გეტყვით, რომ მმართველო პარტიის მერობის კანდიდატი არც ადგილობრივი მედიის მიერ გამართულ წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობს.

შეგახსენებთ,, რომ აქამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ მსგავსი შეხვედრა ლელოს და ევროპულ საქართველოსთან გამართა. მედიას ორივე მათგანის ვიდეო გადაღების უფლება ჰქონდა.