პროტესტი ბიძინა ივანიშვილის სახლთან

March 7, 2021

TV პირველის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში (რომლის ავთენტურობაც დადგენილი ჯერჯერობით არ არის) მოქმედი პირების თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით,  ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

მასზე შეკრებილი მოქალაქეები ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის გადადგომას მოითხოვენ. ისინი კედელზე წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, რის გამოც მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე ინციდენტით მოხდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტვ პირველის ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის შესაძლო საუბრის შემცველი აუდიო ჩანაწერი გავიდა. ჩანაწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, ბერა ივანიშვილის დავალებით აღნიშნული პირები სიტყვიერ და ფიზიკურ მუქარას აყენებდნენ იმ პირებს, ვინც სოციალურ ქსელში მილიარდერის შვილს გააკრიტიკებდა.

საზოგადოების ნაწილი აუდიოჩანაწერებზე დაყრდნობით გამოძიების დაწყებას მოითხოვს, თუმცა მსგავსის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ფოტო: IPN