რატომ არ შეხვდა პრემიერს წალენჯიხის მერი ენმ-დან ?

November 10, 2021

პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მიწვეული იყო თუმცა არ დაესწრო.

უწყებაში გვეუბნებიან, რომ მიზეზი არ იციან, თუმცა მიზეზებზე საკუთრივ ხარჩილავა საუბრობს. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ “დღევანდელი საზეიმო ელფერის მატარებელ მილოცვითი სახის ღონისძიებას” ვერ დაესწრებოდა.

მისი შეფასებით, მიზეზი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოჩენილი ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი, არაჰუმანური მიდგომა და ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემებია.

შეგახსენებთ, რომ პრემიერი დღეს საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდანაც.