რიკოთზე მსუბუქი ავტომობილებისთვის და ავტობუსებისთვის შეზღუდვები უქმდება

October 12, 2023

რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული სპეციალური რეჟიმი უქმდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რიკოთზე ზემოთაღნიშნული ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

რაც შეეხება მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტს. უწყების ცნობით, მათი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით, 21:00-07:00 საათამდე.

სპეციალური რეჟიმი, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე განვითარებული მეწყრული პროცესების შემდეგ ამოქმედდა, აპრილიდან იყო დაწესებული.