რისთვის სჭირდება მეუფე ნიკოლოზს iPhone 12

December 2, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი გვეუბნება, რომ iPhone 12 Pro, რომელიც მას Istyle-მა საჩუქრად გადასცა ქადაგებების და ფილმების გადასაღებად სჭირდება.

კითხვაზე თუ როგორ მიიღებს მრევლი მიტროპოლიტის ძვირადღირებულ ტელეფონს? გვპასუხობს, რომ “შევიდეთ მის YouTube არხზე, “მეუფე ნიკოლოზი” და შემდეგ ტირე(-) და ვნახავთ მიზეზს თუ რისთვისაც სჭირდება.”

“რისთვის ვიყენებ ამ ტელეფონს ამით ყველაფერი გამოჩნდება, ანუ ეს არის გადაღებული მასალა და სხვათა შორის დიდი რაოდენობით. ყოველ შაბათს მე ვიღებ ქადაგებებს და ამის გადასაღებად მე მჭირდება კამერა. ეს კამერა აქვს ამ ტელეფონს. ეს არის ნახევრად პროფესიონალური ვიდეო კამერა. ჩვეულებრივ iPhone 11- ს ორი კამერა აქვს, ამას – სამი.”

ასევე გვეუბნება, რომ ჟურნალისტების კამერა უფრო ძვირია ვიდრე iPhone, თუმცა არავინ ეკითხება მათ თუ რატომ აქვთ ასე ძვირიანი კამერა.

შეგახსენებთ, რომ მეუფე ნიკოლოზმა რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა, რომ მას ცილს სწამებდნენ, რადგან ბოლო თაობის ტელეფონი არ ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ რაც iPhone 12 pro გამოვიდა, კომპანია I style-მა მას საჩუქრად ბოლო თაობის ტელეფონი გადასცა.