​როგორ მოვუაროთ ხბოს – მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაადგინა

August 31, 2022

მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაადგინა, რომელიც საზღვრავს თუ რა მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს ცხოველის სადგომი და როგორი უნდა იყოს მისი კვების რაციონი, –  მთავრობის განკარგულების მიხედვით, რეგლამენტი 2028 წლიდან ამოქმედდება. 

რეგლამენტის მიხედვით, ფერმერმა უნდა განსაზღვროს ხბოს სადგომის ასაშენებელი მასალები, რომელიც ცხოველისთვის საზიანო არ უნდა იყოს, ასევე ფერმერმა ისე უნდა დაამონტაჟოს ელექტრო მოწყობილობები, რომ თავიდან აიცილოს ელექტროშოკი.

რეგლამენტის მიხედვით, დაუშვებელია ხბოების მუდმივად სიბნელეში განთავსება. ხბოები არ უნდა იყვნენ დაბმული და სადგომი ისე უნდა უყოს მოწყობილი, რომ შეძლონ დაწოლა და დასვენება და ა.შ

„ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების“ შესახებ რეგლამენტი, საქართველოს მთავრობამ 29 აგვისტოს დაამტკიცა. დადგენილების მიღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილია.

აქვე გეტყვით, რომ აგროგარემო ტივის ინფორმაციით, 2022 წლის 25 სექტემბერს შვეიცარიის მოქალაქეები,

რეფერენდუმზე კენჭს უყრიან წინადადებას სამრეწველო მეურნეობის აკრძალვის შესახებ.

როგორ აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას სასოფლო სამეურნეო საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელი ზურა სადათიერაშვილი