როგორ შეასრულა ადიგენის მუნიციპალიტეტმა ნარჩვენების მართვის 5 წლიანი გეგმა და რა რეკომენდაციები მიიღო ასოციაცია ტოლერანტისგან

August 18, 2023

როგორ შეასრულა ადიგენის მუნიციპალიტეტმა ნარჩვენების მართვის 5 წლიანი გეგმა და რა რეკომენდაციები მიიღო ასოციაცია ტოლერანტისგან.ოფიციალური ცნობებით ადიგენის მუნიციპალიტეტში 16 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

მუნიციპალიტეტი 57 დასახლებული პუნქტისა და ორი დაბისგან შედგება. მათგან ნარჩენები 43 ლოკაციიდან გააქვთ, – ამის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც “ასოციაცია ტოლერანტმა” 1 წლიანი დაკვირვების შედეგად შეარჩია.

დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის 30 დეკემბრის მონაცემებით, რომელიც ასევე ასახულია 2023-27 წლების ნარჩენების მართვის 5 წლიან გეგმაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 550 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული. ხოლო გასულ წლებში მუნიციპალიტეტს 236 კონტეინერი ჰქონდა და ნარჩენები მხოლოდ 22 დასახლებული პუნქტიდან გაჰქონდათ. ამ დროისთვის, კონტეინერული მომსახურეობის გარეშე დარჩენილია სოფლები: დერცელი, კიკიბო, კეხოვანი.