“რუსეთი გადაიხდის საზღაურს” – ისრაელის მმართველი პარტიის წარმოამდგენელი ამირ ვეიტმანი

October 23, 2023

“რუსეთი გადაიხდის საზღაურს” – ამის შესახებ რუსეთის პროპაგანდისტული არხის Russia Today-ის პირდაპირ ეთერში ისრაელის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ამირ ვეიტმანმა განაცხადა.

მან ამავე ეთერში თქვა, რომ “რუსეთი მხარს უჭერს ისრაელის მტრებს, რუსეთი მხარს უჭერს ნაცისტებს, რომლებიც გენოციდს აწყობენ.”

ისრაელელმა პოლიტიკოსმა რუსეთისადმი მიმართვისას უკრაინის გამარჯვებაზეც ისაუბრა და თქვა: “ახლა კი მომისმინეთ ძალიან ყურადღებით, ჩვენ ვაპირებთ ამ ნაცისტებს ბოლო მოვუღოთ, ჩვენ ვაპირებთ ამ ომში გამარჯვებას, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ამ ომის დასრულებას. შემდეგ კი ჩვენ არ დავივიწყებთ იმას რასაც თქვენ აკეთებთ.

ჩვენ დავრწმუნდებით, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენ დავრწმუნდებით, რომ თქვენ გადაიხდით იმ საფასურს, იმისათვის რაც გააკეთეთ, თქვენ როგორც რუსეთმა. თქვენ, როგორც ისრაელის ყველა მტერი, და თქვენ, ისევე როგორც ყველა ადამიანი, ვინც ახლა ყველაფერს აკეთებს ისრაელში ებრაელთა გენოციდის მხარდასაჭერად, ჩვენ არ გვავიწყდება, არ გვავიწყდება. დაიმახსოვრეთ რასაც ახლა ვამბობ: თქვენ გადაიხდით საფასურს.”