საგანმანათლებლო ტურები, დებატ კლუბები, იდეების კონკურსი – საინფორმაციო ცენტრის გეგმები

February 23, 2022

საგანმანათლებლო ტურები, დებატ კლუბები, იდეების კონკურსი – რა აქტივობების განხორციელებას გეგმავს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ 2022 წლის განმავლობაში?

საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ წულეისკირი გვეუბნება, რომ მიმდინარე წელს იგეგმება 6 მედია ტური, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები და მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან  დედაქალაქში სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს შეხვდებიან. 

გეგმის მიხედვით განსაზღვრულია დებატ კლუბების გახსნა 70 სკოლაში. ასევე იგეგმება შეხვედრები პირისპირ ფორმატში, მედიასთან კომუნიკაცია და საინფორმაციო მასალების ადაპტირება ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე.