სამცხე-ჯავახეთიდან მინდობით აღზრდაში 81 არასრულწლოვანია – სახ. ზრუნვა

August 13, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ფოტო: ბათუმელები

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთიდან მინდობით აღზრდაში განთავსებულია 81 ბენეფიციარი, ხოლო, არასრულწლოვანთა ოჯახების მდგომარეობას 12 სოციალური მუშაკი და 1 უფროსი სოც. მუშაკი სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ სააგენტოდან გამოვითხოვეთ.

ჩვენ საჯარო ინფორმაცია 24 ივნისს გამოვითხოვეთ და კანონით დადგენილი ვადის თანახმად მაქსიმუმ 8 ივლისს უნდა მიგვეღო, თუმცა უწყებამ მონაცემები გუშინ 24 სამუშაო დღიანი დაგვიანებით მოგვაწოდა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას ფლობს საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებული 3 სკოლა-პანსიონატი:

  • „საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქალაქ ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი“;
  • ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის სააღმზრდელო დაწესებულება,
  • ,,წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრი.“