სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ხვალიდან ფინალური გამოცდები იწყება

January 15, 2021

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ხვალიდან ფინალური გამოცდები იწყება – როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი, მაკა ბერიძე გვეუბნება გამოცდები შერეული ფორმატით ჩატარდება, სტუდენტთა ნაწილი დისტანციურად, ნაწილი – კი აუდიტორიაში ჩააბარებს გამოცდებს. რექტორის თქმით, ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია თავად ლექტორზე და სტუდენტზე.

მისივე თქმით, სწავლის აუდიტორიულ რეჟიმში დაწყება განიხილება და დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

Toktv.ge