სამცხე-ჯავახეთში კოვიდ სასტუმროები და საკარანტინე სივრცეები თავისუფალია

February 1, 2021

ოფიციალური ინფორმაციით სამცხე-ჯავახეთში კოვიდ სასტუმროები და საკარანტინე სივრცეები თავისუფალია – ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ.

ამ დროისთვის რეგიონში კოვიდ კლინიკაში 87 და თვითიზოლაციაში 287 პირი იმყოფება.

რაც შეეხება მიმდინარე დღის სტატისტიკას. ოფიციალური ინფორმაციით რეგიონში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 34 პირი.

შემთხვევების სტატისტიკა მუნიციპალიტეტებში შემდეგნაირად ნაწილდება:

  • 1 ადიგენი
  • 6 ახალციხე
  • 1 ბორჯომი

ამ დროისთვის რეგიონში სულ ინფიცირებული – 4530 პირია.