სამცხე-ჯავახეთში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება

August 29, 2022

სამცხე-ჯავახეთში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება, ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. პირველი შეხვედრა ახალციხეში, 1-ელ სექტემბერს, 11:30 წუთზე, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ გაიმართება.

უწყების ცნობით, საჯარო რეესტრის წარმომადგენლები, მიწის სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის შესახებ მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, კონსულტაციას გაუწევენ და სპეციალურ პორტალზე (slr.napr.gov.ge) რეგისტრაციაში დაეხმარებიან.

შეხვედრა ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში. 

აქვე გეტყვით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით მილიონ 200 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი კვლავ დაურეგისტრირებელია. რეგისტრაციის პროგრამა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დაიწყო და 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება.