საქართველოში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა

May 31, 2022

საქართველოში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა. კვირეულის ფარგლებში, 9-მაისიდან 25 მაისამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონმა არაერთ კულტურულ-შემეცნებით და საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა.

ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის, თამარ წულეისკირის თქმით, ღონისძიებების მიზანი, ნატოსა და ევროკავშირის,  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება იყო. 

ღონისძიებების ფარგლებში დასკვნითი – “მედია სკოლა” თბილისში საინფორმაციო ცენტრში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა. 

ევროპის დღე საქართველოში 1993 წლიდან აღინიშნება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის დღეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აღინიშნება.