საქართველო და ჩინეთი, ჩინეთი და რუსეთი, როგორც სტრატეგიული პარტნიორები

September 12, 2023

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

“რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა უპრეცედენტო ისტორიულ დონეს მიაღწია,” – ამბობს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.

“ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უვიზოდ შეეძლებათ,” – ამბობს საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მეტიც მთავრობას ჩინეთიდან საქართველოში დღეში 10 ავიარეისის შესრულების მოლოდინი აქვს.

როგორც პრემიერი განმარტავს, “გადაწყვეტილება წამახალისებელი იქნება მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში”. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

აღნიშნულ განცხადებას წინ უძღვოდა ირაკლი ღარიბაშილის ერთ კვირიანი ვიზიტი ჩინეთში, სადაც იგი პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა და გამოაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან.

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის განცხადებას. როგორც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერთან, ჩჟან გოცინთან შეხვედრის დროს განაცხადა, ციტატა: “სი ძინპინის მარტის თვეში რუსეთში ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობების უპრეცედენტო ისტორიულ დონეზე მეტყველებს.”

სპეციალისტები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილების მორიგ დასტურად აფასებენ. როგორ აფასებს ჩინეთთან უვიზო მიმოსვლას, აქვს თუ არა ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან და რა რეგულაციები მოქმედებს, საკითხებზე”ევროპის დროით” ხელმძღვანელი, ეკა ქარდავა გვესაუბრება.