სტაჟირების პროგრამა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში

February 2, 2022

საინფორმაციო ცენტრი საქართველოს 7 რეგიონში სტაჟირების პროგრამას იწყებს. მათ შორის სამცხე-ჯავახეთშიც. პროექტის “ინფორმირებული და მედეგი საზოგადოების ჩამოყალიბებ”-ის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრებში მსურველებს შეუძლიათ 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ.

სტაჟირების მიზანია, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნება და განმტკიცება, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მედეგობის გაზრდა.

პროექტის ფარგლებში ერთი რეგიონის ოფისში შეირჩევა ორი პირი, რომლებიც სამი თვის განმავლობაში 200 $ მიიღებენ ანაზღაურების სახით. 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს –  https://bit.ly/3Ho9pem