“სწავლა შერეული მეთოდით დაიწყება” – სჯსუ ​

September 29, 2021

მთავრობის გადაწყვეტილებით 4 ოქტომბრიდან სკოლები, ბაღები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლებას აუდიტორიაში გააგრძელებენ, რეგულაციებს დაცვით. სწავლის დაწყების ჰიბრიდულ მეთოდს განიხილავს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მაკა ბერიძე. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ჯერ კიდევ მოქმედი რეგულაციები და სტუდენტების მოთხოვნაა. 

“სტუდენტებმა მოგვმართეს სწავლა ჰიბრიდული, შერეული მეთოდით გაგვეგრძელებინა, რადგან ისინი სოფლებში იმყოფებიან და ახალციხეში ბინის დაქირავებას ვეღარ ახერხებენ, რადგან წინასწარ არ ჰქონდათ თადარიგი დაჭერილი,” – გვეუბნება მაკა ბერიძე.

ბერიძე ასევე გვეუბნება, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების მხოლოდ 10%-ია აცრილი, ხოლო პერსონალის 90%.

სწავლის აუდიტორიაში დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი. სწავლის დაწყების ვალდებულება აქვთ როგორც საჯარო ისე კერძო სკოლებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს. ხოლო უმაღლეს სასწავლებლებს და კოლეჯებს შესაძლებლობა აქვთ გადაწყვეტილება თავად მიიღონ.