სწავლის ჰიბრიდული მოდელი და ფინალური გამოცდები ონლაინ – სტუდენტების მოთხოვნა და თსუ-ს გადაწყვეტილება

May 31, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია, საიდა მამედოვა

თსუ-ს სტუდენტები სასწავლო პროცესის ჰიბრიდული მოდელით გაგრძელება და ფინალური გამოცდების ონლაინ ჩატარებას ითხოვენ. მათ ამ მოწოდებით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, თსუ-ს სტუდენტი ასლან მიქელაძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც სასწავლო წლის ბოლოს აუდიტორიებში განახლებულ სწავლას უკავშირდება.

 თსუ-ში აუდიტორიებში სწავლება 2 მაისიდან განახლდა.როგორია სტუდენტების მოთხოვნების თაობაზე უნივერსიტეტის პოზიცია. Თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლები ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებენ და ის თავად დაგვიკავშირდება.

Თსუ-ს ადმინისტრაციამ დღეს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ ფინალური გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრები ქუთაისსა და ახალციხეში იქმნება.

Წალკაში მცხოვრებ სტუდენტებს ფინალური გამოცდების ჩაბარება კი თბილისში მოუწევთ.  Განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “ამ ეტაპისთვის სტუდენტების 0.6 % დარეგისტრირებულია ქუთაისის საგამოცდო ცენტრში, 0.2 % კი ახალციხეში. რეგიონებში გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის რეგისტრაციის ვადა, თსუ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გახანგრძლივდა და პროცესი 1 ივნისს, საღამოს 17:00 საათზე დასრულდება”.