სჯსუ ახალ სასწავლო პროცესს 1 680 სტუდენტით და 491  სტატუს შეჩერებული სტუდენტით შეხვდა

September 18, 2023

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალ სასწავლო პროცესს 1680 სტუდენტით და 491 სხვადასხვა მიზეზის გამო სტატუს შეჩერებული სტუდენტით შეხვდა, – საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა.

როგორც, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გვეუბნება, მიმდინარე წელს, საბაკალავრო პროგრამაზე 307 სტუდენტი ჩაირიცხა, ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე – 61, მობილობით საგანმანათლებლო დაწესებულებაში 51 სტუდენტი ჩაირიცხა, სამაგისტრო პროგრამაზე 17.
რაც შეეხება სადოქტორო პროგრამას აქ – 3 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო 4-მა სტატუსი აღიდგინა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაშ სხვადასხვა მიზეზით სწავლა შეწყვიტა, 491-მა სტუდენტმა, მათგან 145-ს სტატუსი თანხის გადაუხდელობის გამო შეუჩერდა. ნიკოლოზ ახალკაცის თქმით, დავალიანების ჯამური თანხა 130 ათას ლარამდეა.

საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ სტუდენტებს რომლებმაც სწავლა თანხის გადაუხდელობის გამო შეწყვიტეს, სახელმწიფო დავალიანებას სრულად დაუფარავს, შესაბამისად მათ შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში 12 სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამა ისწავლება, რომელთაგან 2 ბიზნეს ადმინისტრირება და სამართალი ფასიანი, ხოლო დანარჩენ 10-ზე სწავლა უფასოა.