სჯსუ-ს შესაძლოა ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამა დაემატოს

September 16, 2021

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შესაძლოა ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამა დაემატოს. უმაღლეს სასწავლებელში  ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა 2014 წლიდან გაუქმდა, თუმცა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მხარდაჭერით უნივერსიტეტში უკვე ისწავლება აგრო ჟურნალისტიკა. 

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ჟურნალისტიკის და მას კომუნიკაციის მიმართულებით კიდევ რამდენიმე კურიკულუმის ავტორია. მათი სასწავლებლისთვის წარდგენის მიზნით, უნივერსიტეტში შეხვედრა JRC-ის დირექტორსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის გაიმართა.