ტაბიძის ქუჩაზე მოსახლეობა გზის დაგებას ითხოვს- ახალციხე

October 13, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ჰასმიკ არუთუნიანი ახალციხეში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ცხოვრობს. იგი უკვე წლებია მუნიციპალიტეტის მერიისგან საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ითხოვს. გვიყვება, რომ დაახლოებით კილომეტრიანი გზის დაზიანებულ მონაკვეთზე გადაადგილება განსაკუთრებით წვიმის დროს რთულდება, რის შემდეგაც ზიანდება როგორც ადამიანები ისე ტრანსპორტი.

რატომ არ დაიგო და როდისთვის იგეგმება გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია? ამ კითვხით ჩვენ ახალციხის მერიას მივაკითხეთ. მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ მათთვის აღნიშნული გზის პრობლემა 2018 წლამდეც იყო ცნობილი, თუმცა ამ დრომდე რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტი არ მოიძებნა.

აღნიშნული გზის მონაკვეთი ტაბიძის ქუჩაზე, ყოფილ საბარგო სადგურთან მდებარეობს, გარდა ამ მონაკვეთისა გზის სხვა ნაწილი მოპირკეთებულია. 2021 წლის ბიუჯეტში რა თანხა გამოიყოფა რეაბილიტაციისთვის ჯერ ჯერობით უცნობია.