უკონტროლო არაავტორიზებული რუსული სკოლები საქართველოში – #სტუდია_მონიტორი

December 22, 2023

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ოკუპანტის ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში შემოსვლა აქტიურად დაიწყეს.

სტუდია მონიტორის საგამოძიებო რეპორტაჟის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში რუსულმა არაავტორიზებულმა სკოლებმა დაიწყეს ფუნქციონირება, როგორც ჟურნალისტი თამარ გელაშვილი გვეუბნება, საქართველოში არსებული 10-მდე არაავტორიზებული რუსული სკოლა ფუნქციონირებს, რომლის უმეტესი ნაწილი სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ჩამოყალიბდა.

რა სქემით ახერხებენ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ჩამოსახლებული ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში გახსნილი სკოლები ავტორიზაციის გარეშე საქმიანობას?

ჩვენმა პარტნიორმა, “სტუდია მონიტორმა” გამოარკვია, როგორ რეაგირებს ხელისუფლება არაავტორიზებული რუსული სკოლების აღსაკვეთად მაშინ, როცა შესაძლოა, რუსეთი ამ სკოლებს პროპაგანდის გამავრცელებელ რბილ ძალად იყენებდეს.

“ეს [რუსული არაავტორიზებული სკოლები] არის რუსული პროპაგანდის მატარებელი. სპეციალისტები ამას ცალსახად რბილ ძალად განიხილავენ,” – გვეუბნება რეპორტაჟის ავტორი, თამარ გელაშვილი.

საგამოძიებო რეპორტაჟი სრულად: