უკრაინის მთავრობა: “მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში”

November 9, 2021

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო არის იმედგაცრუებული მომხდარის გამო. უკრაინის საგარეო უწყებამ ოფიციალური ნოტით მიმართა საქართველოს.

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო საქართველოში, სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ ვითარებას განსაკუთრებულად აკვირდება” და მოუწოდებს ქართულ მხარეს დაუყონებლივ გადაიყვანონ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

“მოვუწოდებთ ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა საჭირო საშუალება სათანადო სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად,” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პენიტენციური სამსახურის განცხადებით მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური მიზეზით, “ჯანმრთელობის გაუარესების პრევენციაა.”

ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლის განცხადებით, სააკაშვილი განაგრძობს შიმშილობას და მკურნალობაზე უარს ამბობს.