“უცხოური აგენტები” – პროექტი რუსული ანალოგით

December 29, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

“ოცნების ” დეპუტატები, რომლებმაც მეტის თქმის სურვილით, პარტია დატოვეს და საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნეს, ასრულებენ კანონპროექტზე მუშაობას, რომლის მიხედვითაც, “უცხოური აგენტების” რეესტრში შესვლა მოუწევთ იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი იანვარში დარეგისტრირდება. მისივე განცხადებით, მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც ციტატა: “მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას ითვალისწინებს”.

თანაგუნდელების განწყობას იზიარებს პარტიის ერთ-ერთი წევრი სამცხე-ჯავახეთიდან, იმედა მღებრიშვილი. ჩვენს კითხვაზე, ხედავს თუ არა კანონპროექტში რუსულ ანალოგს, გვპასუხობს, რომ არა.

“ეს არის რუსული კალკი” – გვეუბნება არასამტავრობო ორგანიზაცია , ტოერანტის ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი.

აქვე გეტყვით რომ 2022 წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განახლებულ კანონს „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომლის მიხედვით, ”უცხოური აგენტებად“ შეეძლებად გამოაცხადონ ყველა, ვინც იღებს მხარდაჭერას საზღვარგარეთიდან ან „იმყოფება უცხოური გავლენის ქვეშ და ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას ან ინფორმაციის მიზანმიმართულ შეგროვებას რუსეთის სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სფეროში“.

რაც შეეხება აშშ-ს. შტატებში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, რომელიც თავდაპირველად მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შეშლისთვის გამოიყენებოდა, ახლა კი ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს ეხება.