ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

December 18, 2023

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფარავანის უღელტეხილზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია.

ამავე წყაროს ცნობით, გადაადგილება რამდენიმე საათის წინ აღდგა მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვისაც.

აქვე გეტყვით, რომ ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა თითქმის ორი დღე შეზღუდული იყო.