ფქვილი, ზეთი, მაკარონი, წიწიბურა ახალციხეში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახებისთვის – #ტენდერი

September 5, 2023

ახალციხის მერია, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული 152 ოჯახისთვის ზეთის, ფქვილის და სხვა საკვები პროდუქტების შესყიდვას გეგმავს, რომლისთვისაც ჯამში 17 ათასამდე ლარია გათვალისწინებული, – აღნიშნულზე ტენდერი ოთხ ეტაპად გამოცხადდა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, 152 ცალი, 5 ლიტრიანი ზეთის შეძენისთვის 3 000-მდე ლარია გათვალისწინებული;

152 ტომარა, 25 კგ-იანი ხორბლის ფქვილისთვის – 5 000-ზე მეტი ლარი;

456 კილოგრამი ბრინჯისთვის და 912 კილოგრამი წიწიბურასთვის მერია 4 000-მდე ლარის დახარჯვას გეგმავს;

921-912 კილოგრამი შაქრისთვის და მაკარონისთვის კი – 5 000-მდე ლარია გათვალისწინებული.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 6-6 კილოგრამი წიწიბურა, შაქარი, მაკარონი და 3 კილოგრამი ბრინჯი.

ოთხივე სახელმწიფო შესყიდვაზე, წინადადებების მიღება 13-15 სექტემბერს იწარმოებს.