ქალაქ ახალციხის და ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარედ სამეთვალყურეო ვიდეო კამერების დამონტაჟება იგეგმება

February 20, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ ახალციხის და ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარედ სამეთვალყურეო ვიდეო კამერების დამონტაჟებას გეგმავს, რისთვისაც ტენდერი 75 ათასზე მეტ ლარზე გამოცხადდა.

მერის, ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, ვიდეოკამერების დამონტაჟების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალციხის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით ცენტრალურ პარკში და ტბის მიმდებარედ ვანდალური შემთხვევები მოხდა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა დაამონტაჟოს ვიდეო კამერები და ვიდეო ნაკადი სსიპ 112-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრში 1 წლის განმავლობაში აგზავნოს.