შევდივართ პიკში და პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენ ეს არ ვიცით – ამირან გამყრელიძე

November 24, 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკში შედის.

„რაოდენობა – [3128] ნუ დაგვამშვიდებს იმიტომ, რომ კორონავირუსის შემთხვევების კლება ჯერ არ არის. პირიქით, მატება არის და მატება კიდევ გაგრძელდება იმიტომ, რომ ჩვენ შევდივართ უკვე პიკში და პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენ ეს არ ვიცით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ამირან გამყრელიძემ ვაშინგტონის სიეტლის კვლევა მოიყვანა და აღნიშნა, რომ საქართველოს შემთხვევაში მათი გათვლების მიხედვით, დეკემბრის პირველი კვირაში მოსალოდნელია როგორც ინფიცირებულების, ასევე სიკვდილიანობის რიცხვის ზრდა. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს იქვეა მითითებული ისიც, რომ თუ უფრო არ გავამკაცრებთ ღონისძიებებს პიკი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.