“ჩამორჩენილები ვართ ცივილიზაციას,” – წალკის სოფელ ლივადში მცხოვრებლები

January 23, 2024

“ჩამორჩენილები ვართ ცივილიზაციას,”

“ქალაქ წალკაში რომ ჩავიდეთ 60 ლარს ვიხდით,”

წალკის სოფელ ლივადში მცხოვრებლები TOK TV-სთან სოფელში არსებული პრობლემების შესახებ საუბრობენ

ვრცლად ნახეთ სიუჟეტი

განახლება: 29.01.2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლივადში  TOK TV-ის გადამღები ჯგუფი, მოსახლეობის თხოვნით იმყოფებოდა. ლივადელები გაუმართავ  მობილური კავშირზე წუხან. მათი თქმით, ინტერნეტის გამოსაყენებლად მეზობელ სოფელში უწევთ სიარული.

ჩვენი რედაქცია კომპანია “სელფს” დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს

“ნამდვილად საჭიროებს კავშირის ხარისხი გაუმჯობესებას. ტექნიკური სამუშაოების გატარება წლის მეორე ნახევარში იგეგმება.“