ჩვენთან ვაკანსიაა – TOK TV #წალკა #დმანისი #გარდაბანი

January 16, 2023

თუ ცხოვრობ გარდაბანში, დმანისში ან/და წალკაში, ხარ აქტიური მოქალაქე, პასუხისმგებლიანი და კრეატიული, გსურს შენი თემის განვითარება და მზად ხარ ამ პროცესში შენც ჩაერთო, აუცილებლად გამოგვიგზავნე CV და სამოტივაციო წერილი.

შერჩეული კანდიდატები უნდა ცხოვრობდნენ ზემოთჩამოთვლილ მუნიციპალიტეტთაგან ერთ-ერთში, უნდა გამოირჩეოდნენ საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობით. კარგად უნდა იცნობდნენ ადგილობრივი თემის საჭიროებებს და იყვნენ მზად გამოსავალზე ორიენტირებული მიდგომით პრობლემის იდენტიფიცირებისათვის. სასურველია კანდიდატებს ჰქონდეთ მულტიმედია შინაარსზე მუშაობის გამოცდილება.

შერჩეული კანდიდატი ვალდებულია საკონტრაქტო პერიოდში ამზადებდეს ადგილობრივი თემის განვითარებისათვის მნიშვნელოვან შინაარსს, იზიარებდეს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, იყოს მიუკერძოებელი.

ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე კომუნიკაციის უნარი ჩაითვლება უპირატესობად.

პროექტი დაფინანსებულია EED-ის მიერ (“ევროპული ფონდი დემოკრატიისათვის”)

TOK TV გახლავთ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობისა და რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოების ინფორმირების გაზრდის მიზნით 2017 წელს შექმნილი მაუწყებელი, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა სამცხე-ჯავახეთში (ახალციხე), ქვემო ქართლში (წალკა) და თბილისში.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე: talk@toktv.ge , წერილის სათაურში მიუთითეთ „ვაკანსია“. განაცხადები მიიღება 4 თებერვლის ჩათვლით.  დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 591234510