Წალკაში გარდაცვლილი კაცის ოჯახის წევრები მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდებიან

December 7, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

წალკაში გარდაცვლილი ჰაიკაზუნ პაპერციანის ოჯახის ახლობლები დღეს მხარის დეპუტატს გოგი მეშველიანს  2-3 საათისთვის შეხვდებიან, – ამის შესახებ ინფორმცია ოჯახის ახლობელმა მურთაზ საბაძემ დაგვიდასტურა.

მისი თქმით, დეპუტატთან შეხვედრაზე მისვლას თანასოფლელები და მოქალაქეები მეზობელი სოფლებიდანაც აპირებენ.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დეპუტატ გოგი  მეშველიანსაც დავუკავშირდით. Მისი კომენტარის მიღების შესაბამისად მასალა განახლდება.

მიმდინარეობს თუ არა და რომელი მუხლით გამოძიება – შსს ინფორმაციას არ გვაწვდის. პრესსამსახურმა მხოლოდ ის გვითხრა, რომ დაგვიკავშირდება. უწყებისგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას გუშინაც უშედეგოდ ველოდებოდით.

ოჯახის წევრების ინფორმაციით,  ჰაიკაზუნ პაპერციანი წალკის სოფელ კიზილ-კილისაში მიმდინარე წლის სამ თებერვალს გაუჩინარდა, რის შემდეგაც ადგილობრივმა განყოფილებამ გამოძიება დაიწყო, დაკარგულ მამაკაცს ოჯახის წევრები და თანასოფლელები ეძებდნენ და ის რამდენიმე კვირის წინ გარდაცვლილი იპოვეს.