წალკაში თოვლის გამო გადაადგილება შეზღუდულია, ვინ გაწმენდს გზებს ?

March 4, 2022

თოვლისა და ნამქერის გამო წალკის მუნიციპალიტეტში გადაადგილების პრობლემებია. ამ დროისთვის ჩვენი ინფორმაციით შეზღუდულია მოძრაობა შემდეგ სოფლებში: არწივანი, დარაკოვი, სამება,განთიადი, იედიქილისა და ა.შ.

რომელ კომპანიას ევალება მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდითი სამუშაოები და იგეგმება თუ არა გზების გასუფთავება? ამ კითხვებით ჩვენ დავუკავშირდით წალკის მერიას. უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაციის მისაღებად წერილობით უნდა მიგვემართა. ​ჩვენ მერიას წერილობით მივმართეთ, შესაბამისად პასუხის მიღების შემდეგ სტატია განახლდება. 

უხვი ნალექის გამო გზებზე შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ინფორმაციის მიხედვით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 მონაკვეთზე (ფარავანის უღელტეხილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტორები: საიდა მამედოვა და სოფიკო ქარცივაძე
თარიღი: 03.04.2022