Წალკაში  5 სოფლის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია

February 17, 2023

ავტორი :მირანდა ფუტკარაია

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

Ლივადი, ბარეთი, ჩოლიანი, გოდაქლარი, ჩივთკილისა – წალკაში, ამ სოფლების მიმართულებით საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია. Ამის შესახებ ინფორმაცია შპს “არწივანმა” მოგვაწოდა.  Წალკაში Გზების გაწმენდით  სამუშაოებს სწორედ ეს კომპანია ახორციელებს.  Როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, აღნიშნულ სოფლებში გზების გასაწმენდად  4 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

Მათივე ინფორმაციით, Წალკის დანარჩენი სოფლების მიმართულებით საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელია. Გზებზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს წალკის მერიაც.

Შეზღუდვები არ მოქმედებს წალკა-თბილისის მიმართულებით. Ინფორმაცია  საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაადასტურეს.

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ საღამოს აკრძალული იყო.

Გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  უამინდობა, ქვეყნის მასშტაბით, 18 თებერვლამდე გაგრძელდება.