წალკის “ეძანის” წარმატება

April 10, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

წალკის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბმა  ,,ეძანი,, მეგობრულ თამაშში გამარჯვება მოიპოვა. ამის შესახებ კლუბის facebook გვერდიდან გახდა ცნობილი.

გუნდმა მატჩი თბილისში გამართა.  მისი მეტოქე „ირაო 2 “ იყო. თამაში  წალკელების  გამარჯვებით დასრულდა.  „ეძანმა“ მეტოქე ანგარიშით 3-0  დაამარცხა.  

ფოტო: საფეხბურთო კლუბი “ეძანი”

გოლების ავტორები ნიკა შაინიძე, ლექსო კონცელიძე და გელა აბულაძე არიან.

წალკის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „ეძანი“ 2020 წელს ჩამოყალიბდა.