წალკის მოსახლეობა მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციას და თავშესაფარის აშენებას ითხოვს

July 8, 2026

წალკელები  მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციას და თავშესაფარის აშენებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში საკმაოდ მომრავლდნენ მიუსაფარი ძაღლები. ცდილობენ შეიფარონ და გამოკვებონ, მაგრამ ხშირად ეს შეუძლებელია, მათი რაოდენობიდან გამომდინარე.

ნათელა აბაშიძე: ,,იქნებ რამე თავშესაფარი მონახოთ ამ ძაღლებისთვის, ჩვენც დავისვენებთ და მათაც დაისვენონ, ჩვენი ცუდი ქმედებებისგან.“

გულნარა იაკობიძე:,, გვეცოდება და ვაჭმევთ, ძაღლი გიყურებს პატარა ბავშვივით გვაჭამეო. ვაჭმევთ მრავლდებიან. სტერილიზაცია 200-300 ლარი ღირს თბილისში რომ ჩავიყვანოთ. ძაღლი როგორ ჩავიყვანოთ, მე ვერ წავსულვარ ექიმთან. გამრავლდნენ ჩვენ ვერაფერს ვერ ვშველით. აღარც ხბო დატოვეს სოფელში, აღარც ქათამი. ქათამს საერთოდ ვერ ნახავთ. ესენი ჭამენ ყველაფერს. “

ჯემალ ირემაძე სოფელ ტბეტში ცხოვრობს; გვიყვება, რომ მიუსაფარმა ძაღლებმა შინაური ცხოველები შეუჭამეს და  ძალიან დაზარალდა.   ხაზგასმით აღნიშნავს რომ ძალიან უყვარს ძაღლები და ჰუანური ადამიანია,  სურს მიუსაფარ ძაღლებს შესაბამისი ყურადღება ეთმობოდეს. 

წალკელები გვიყვებიან, რომ გარდა იმისა, რომ საკუთრივ ცხოველები არიან რთულ ვითარებაში, დასნებოვნებულები და ხშირად მშივრები, ზარალდება მოსახლეობაც. არის შემთხვევები როდესაც მშიერი ცხოველი შინამეურნეობას აზარალებს.

ნათელა აბაშიძე” ძაღლები გასულები არიან მინდორში. წვალებით გაზრდილ ხბოს გლეხი მინდორში რომ წაიყვანს და იქ ძაღლი შეჭამს, ძალიან რთულია. უთანხომებაც ხდება მეზობლებში. იქნებ ვინმეგულისხიერი ვეტექიმი გამოჩნდეს რომელიც წალკაშ ჩამოვა და სტერილიზაციას გაუკეთებს ჩვენს ძაღლებს. პირველი მე ვიქნები ვინც თავის ძაღლს სტერილიზაციას გაუკეთებს. “

რას სთავაზობს სახელმწიფო  მოსახლეობას?

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება  უკვე დაიწყო.

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის  პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია,  საქართველოს მასშტაბით (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა), პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩიპირება,  ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და ძუ ძაღლების სტერილიზაცია; უპატრონო/მიკედლებული ძაღლების  ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია.     

 უწყების ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილია ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა.ახალი მუნიციპალური თავშესაფრი მარნეულში აშენდება, ტენდერი უკვე გამოცხადებულია. 

ასევე,  ცნობილი გახდა რომ , ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციას და ჩიპირებას უფასოდ ჩაატერებნ. სურსათის ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით პროგრამა განხორციელდება წალკის მუნიციპალიტეტში. 

როდის დაიწყება აღნიშნული პროგრამა წალკაში როგორ მართავს მუნიციპალიტეტი მიუსაფარი ძაღლების პრობლემას, ინფორმაციის მისაღებად დავუკავშირდით წალკის მუნიციპლაიტეტის პრესასთან ურთიერთობის სამსახურს, მივწერეთ კითხვები, თუმცა პასუხები ამ დრომდე ვერ მივიღეთ.