წალკის სოფლებში დასახლების საერთო კრებები 31 იანვრიდან ჩატარდება

January 27, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ფოტო: 2022 წლის თებერვალი

წალკის მუნიციპალიტეტის 43 სოფელში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იწყება, – ამის შესახებ წალკის მერიის მიერ გაცემულ ბრძანებაშია აღნიშნული. 

დოკუმენტის თანახმად, იმ დასახლებებში, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა არაუმეტს 500 შეადგენს, დასახლების საერთო კრება გაიმართება. ხოლო დასახლებებში, რომლებშიც 500-ზე მეტია რეგისტრირებული ამომრჩეველი,  საკონსულტაციო შეხვედრები შედგება. 

პროექტის ფარგლებში წალკის თითოეული სოფლისთვის 10 000-დან 20 000 ლარამდე თანხაა გამოყოფილი.

შეხვედრების  განრიგი უკვე ცნობილია.

პირველი შეხვედრა არ-სარვანში 31 დეკემბერს 11 საათზეა ჩანიშნული, ბოლო კი სოფელ კავთაში 2 იანვარს 15:30-ზე.

დასახლებებში პროექტების შერჩევის საკითხზე  წალკის მუნიციპალიტეტში  შეიქმნა 8 ადამიანისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი. წევრები არიან: წალკის მერის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო  მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების უფროსი, მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი და  იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.

დავინტერესდით რა ნიშნით და ვინ დააკომპლექტა სამუშაო ჯგუფი.   

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ამირან საყვარელიძის თქმით, ჯგუფის წევრები მერმა შეარჩია. თუ რა ნიშნით- მერიის პრესსამსახურისგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან განახლდა და ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სოფლებში ის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რომელთა შერჩევაშიც მოსახლეობა უშუალოდ მონაწილეობს.

წალკის სოფლებში შეხვედრების განრიგი შემდეგია:

1.არ-სარვანი               31.01.2023 11:00

2.ჩოლიანი                  31.01.2023 12:30

3.თეჯისი                     31.01.2023 14:00

4.გოდაქლარი             31.01.2023 15:30

5.ბეშთაშენი                 31.01.2023 11:00

6.სამადლო                  31.01.2023 12:30

7.ახალშენი                 31.01.2023 14:00

8.სანთა                       31.01.2023 15:30

9.წინწყარო                 31.01.2023 17:00

10.საყდრიონი              31.01.2023 11:00

11.განთიადი                31.01.2023 12:30

12.სამება                  31.01.2023 14:00

13.ტბეთი                 31.01.2023 15:30

14.რეხა                    31.01.2023 11:00

15.ხანდო                31.01.2023 12:30

16.არწივანი            31.01.2023 14:00

17.დარაკოვი          31.01.2023 15:30

18.აშკალა               31.01.2023 11:00

19.ხაჭკოვი             31.01.2023 12:30

20.კაბური              31.01.2023 14:00

21.თმალა-ხარაბა    31.01.2023 15:30

22.ჩივთ-კილისა     31.01.2023 17:00

23.აიაზმა               01.02.2023 11:00

24.ნარდევანი        01.02.2023 12:30

25.კუში                 01.02.2023 14:00

26.ბერთა               01.02.2023 15:30

27.ბურნაშეთი       01.02.2023 17:00

28.ოზნი               01.02.2023 11:00

29.კიზილ-კილისა  01.02.2023 12:30

30.ავრანლო             01.02.2023 14:00

31.გუმბათი          01.02.2023 15:30

32.ბედიანი          01.02.2023 11:00

33.ხრამჰესი       01.02.2023 12:30

34.თრიალეთი    01.02.2023 14:00

35.დაშბაში         01.02.2023 15:30

36.საბეჭისი         02.02.2023 11:00

37.ბარეთი             02.02.2023 12:30

38.ლივადი          02.02.2023 14:00

39.იმერა              02.02.2023 15:30

40.ჩრდილისუბანი  02.02.2023 11:00

41.კოხტა              02.02.2023 12:30

42.ხარაბა           02.02.2023 14:00

43.კავთა             02.02.2023 15:30

აღნიშნულ დასახლების კრებებზე მოქალაქეების დასწრება მნიშვნელოვანია- ამბობს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოკა კიღურაძე. ის იმ დადებით შედეგებზე საუბრობს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა კრებებზე დასწრებით მიიღებს.