წალკის ქალთა საფეხბურთო გუნდმა “ეძანმა” ქალთა ეროვნული ლიგა 2-ის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა.

May 22, 2022

ავტორი: სოფიკო ქარცივაძე

დღეს წალკის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე ქალ ფეხბურთელთა შორის, ქალთა ეროვნული ლიგა 2-ის ფარგლებში მატჩი გაიმართა. თამაშში ერთმანეთს წალკის ქალთა საფეხბურთო გუნდი “ეძანი” და რაჭის საფეხბურთო გუნდი “რაჭა” დაუპირისპირდა. მატჩი “რაჭის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

წალკის მუნიციპალიტეტის ქალთა საფეხბურთო გუნდი “ეძანი” 2020 წელს ჩამოყალიბდა. გუნდს წინ 18 თამაში აქვს. ქალთა ეროვნულ ლიგა 2-ში, საქართველოს მასშტაბით 11 გუნდი მონაწილეობს.