23-26 აპრილს, ექსპო ჯორჯიაში წიგნის ბაზრობა გაიმართება, სადაც შესაძლებლობა გექნებათ სხვადასხვა გამოცემის წიგნები სპეციალურ ფასად შეიძინოთ.
ბაზრობა ოთხ დღიანია. თუმცა წიგნებთან ერთად აქ საინტერესო მედია ისტორიებიც დაგხვდებათ, რომელთაც თავად ჟურნალისტები, მთელი ქვეყნიდან მოგითხრობენ.
“სინათლე მედიის” ერთ-ერთ სტენდთან შეხვდებით ჩვენს მედიასაც. თუკი გაინტერესებთ როგორ ვმუშაობთ, სად ვპოულობთ თქვენთვის მოსაყოლ ისტორიებს, როგორია დამოუკიდებელი ჟურნალისტის პროფესია, მოდით რეგიონული მედიის სტენდთან სადაც სხვებთან ერთად ჩვენც დაგხვდებით.
სინათლე მედიის სტენდთან თქვენ შეძლებთ ჩაერთოთ თავისუფალ დისკუსიებშიც და შესთავაზოთ მედიას თქვენთვის საინტერესო თემები.
“სინათლე მედია” არის დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად შექმნილი ერთიანი პლატფორმა.
თუ თქვენც გაქვთ სურვილი წვლილი შეიტანოთ დამოუკიდებელი ონლაინ მედიების მხარდაჭერაში, ესტუმრეთ საიტს: https://sinatle.media/ ან გადარიცხეთ სასურველი თანხა მითითებულ ანგარიშებზე:
#GE76TB7548536080100013
#GE70BG0000000609775306
ამავე თემაზე: სინათლე არ უნდა ჩაქრეს
საახალწლო ფლიმარკეტი დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად
გამომცემლობები ქართული ონლაინ მედიების მხარდასაჭერად
ინფორმაციის ნაცვლად შავი ბანერი – რატომ გაითიშა 22 დამოუკიდებელი მედია