Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

ჯავახეთში, ყველა საარჩევნო უბანზე “ოცნებამ” გაიმარჯვა – წინასწარი მონაცემები

October 6, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 10 მაჟორიტარული ოლქიდან, წინასწარი მონაცემებით ყველგან მმართველი ძალა იმარჯვებს, 100 და 97 %-იანი მაჩვენებლით. ცესკოს ცნობით, ნინოწმინდის #9 და #10 საარჩევნო ოლქში დეპუტატობის კანდიდატი მხოლოდ მმართველ პარტიას ჰყავდა დაყენებული, შესაბამისად ხმების 100 % მან მიიღო.

#9 საარჩევნო ოლქზე, არჩევნებზე გამოცხადდა 1 111 პირი, რომელთაგან 1 039-მა მისცა ხმა, დანარჩენმა გააბათილა. ხოლო მე-10-ზე 1 330 პირიდან, 1 260-მა.

რაც შეეხება ნინოწმინდის #7 მაჟორიტარულ ოლქს. აქ დეპუტატობისთვის “ქართულ ოცნების” და “ენმ”-ს კანდიდატები იბრძოდნენ. უბანზე ხმები ასე გადანაწილდა: 97,84 %(408 ხმა) მმართველ პარტიას ერგო, დანარჩენი 9 ხმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. 

აქვე გეტყვით, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი მხოლოდ “ოცნებას” ჰყავდა დაყენებული ასპინძის #2 საარჩევნო ოლქშიც.

“რძე ვიყიდე, რა მოსყიდვა”-ხმაური ახალციხის მეოთხე უბანზე

78 % ; 86 % ; 89 % ; 92 % – ასეთი პროცენტული მაჩვენებლით იგებს “ქართული ოცნება” ახალქალაქის 14 მაჟორიტარულ ოლქშიც. ოპოზიცია დამარცხდა ნინოწმინდის და ახალქალაქის ყველა უბანზე

TokNews სამცხე-ჯავახეთის — სპეციალური გამოშვება — #არჩევნები2021 — 31

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდასა და ახალქალაქში 2 ოქტომბერსვე, რეკორდულად სწრაფად დაითვალეს ხმები, ოქმების ატვირთვაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე სწრაფად მოხერხდა და წინასწარი მონაცემებით თითქმის 100%-იანი მაჩვენებლით ყველგან “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. ( რეკორდულად სწრაფად და მაქსიმალურად ოცნების შედეგებით — #ნინოწმინდა #ახალქალაქი