Ივნისიდან წალკაში 2 200-ზე მეტი სოც. Დაუცველი ბავშვი 150 ლარიან დახმარებას მიიღებს

May 31, 2022

ავტორი: სოფიკო ქარცივაძე

ფოტოს ავტორი: გიორგი ნასრაშვილი

მიმდინარე წლის ივნისიდან, წალკის მუნიციპალიტეტში 2 200-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი 150 ლარიან დახმარებას მიიღებს.

წალკის სოციალური სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული დახმარებით ისარგებლებენ ის ბავშვები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120 ათასია. Ოფიციალური ინფორმაციით, წალკაში სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 1650 ოჯახია.

წალკის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს. სოციალურ მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლიდან სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 21 ოჯახით გაიზარდა. ” ბენეფიციარების მატების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ პანდემიის პერიოდში, მთავრობის დადგენილებით, სააგენტოს მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების სარეიტინგო ქულის გადამოწმება, ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე ხდება”- ამბობს წალკის სააგენტოს განყოფილების უფროსი რომან სუბელიანი.

წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამჟამად წალკაში 23 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება. Ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.