Რუსთავიდან თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა-რა დაუჯდება ქალაქის ბიუჯეტს ახალი ავტობუსები

April 13, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა. 12 აპრილიდან მგზავრებს 1,8 ლარის ნაცვლად 2,5 ან 2,8 ლარის გადახდა უწევთ. კომპანია „ინტერ ტრანსში” განმარტავენ, რომ მგზავრობის ტარიფის შეცვლა საწვავზე ფასის მატებამ და ტექნიკური მომსასახურების გაზრდილმა ხარჯებმა გამოიწვია.

დღეს, რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები დაინიშნა. რუსთავიდან მგზავრები 1.50 თეთრად იმგზავრებენ, სტუდენტები კი 50 თეთრად.

Რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით ავტობუსების დანიშვნა ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. Კიტხვაზე, Კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა გამოიყო ახალი ტრანსპორტისთვის, მერიის პრესამსახურში გვიპასუხეს, რომ ჯერ არ იციან.