Წალკაში ექვსი თვეა კაცს ეძებენ-საქმის ფიგურანტები პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებენ

July 20, 2022

ავტორი: სოფიკო ქარცივაძე

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილ-კილისაში, მიმდინარე წლის 03 თებერვალს, უგზოუკვლოდ გაუჩინარდა ადგილობრივი ჰაიკაზუნ პაპერციანი.

ოჯახის წევრების მიმართვის საფუძველზე. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. გამოძიებამ მოწმის სახით რამდენიმე პირი დაკითხა.

 დაკითხულები ბოლო რამდენიმე დღეა წალკის სამმართველოს წინ იკრიბებიან და სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.