Ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთზე, გზის დაზიანების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

August 17, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ფოტოს ავტორი: ივერი ბალახაშვილი

ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის, კერძოდ ხულო-ზარზმის მონაკვეთზე საავტომობილო გზა დაზიანებულია. ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ  ქსელში გავრცელდა.

გზის დაზიანების თაობაზე ინფორმაციას გვიდასტურებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. როგორც საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და მოძრაობა დღეს ან ხვალ აღდგება.

დეპარტამენტმა, მშენებლობის მიმდინარეობის გამო აღნიშნული გზის  დაზიანების საშიშროების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა და ამ მონაკვეთზე გადაადგილება აკრძალული იყო.