ადიგენში, საგამოფენო სივრცის და ტურისტული ცენტრის მოწყობა იგეგმება – #ტენდერი

January 25, 2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, საგამოფენო სივრცის და ტურისტული ცენტრის მოწყობას გეგმავს, რომლისთვისაც 350 000-მდე ლარია გათვალისწინებული, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, შენობა თამარ მეფის ქუჩაზე, ცენტრალური სკვერის მიმდებარედ აშენდება და მისი ჯამური ფართობი 181,80 კვ.მ იქნება, საიდანაც 173,10 კვ.მ საგამოფენო სივრცეს დაეთმობა.

რის საფუძველზე მიიღეს საგამოფენო სივრცის აშენება? – ადიგენის მერიიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, წინადადებების მიღება 2-7 თებერვალს იწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვეა.