ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი – მძლეოსნობის ეროვნული ჩემპიონატი #ახალციხე

February 21, 2022

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულთა შორის ახალციხელები არიან. ახალციხის მძლეოსანთა ნაკრებმა, ეროვნული ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში II ადგილი დაიკავა. აგრეთვე, ახალგაზრდებმა მოიპოვეს 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი.

ჩემპიონატში საქართველოს რეგიონების და სომხეთიდან ჩამოსული სპორტსმენები მონაწილეობდნენ, – ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.